სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 18 სექტემბერი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

2014 წლის განმავლობაში, „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“  შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ისევ ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება. შედეგად 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სესხის სახით გამოყოფილი  3000,0 ათასი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით გადახდილია სულ 153,8 ათასი ლარი. მათ შორის 2011 წელს -51,0 ათასი ლარი, 2012 წელს  -34,0 ათასი ლარი,  2013 წელს - 33,6 ათასი ლარი და 2014 წელს 35,2 ათასი ლარი.

ქ. ბათუმში, 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა,  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდა.  აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულების შესაბამისად არ იკვეთება შეზღუდულ ვადებში შესყიდვების ჩატარების აუცილებლობა

ნასყიდობის პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარომო სანქციებიდან 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით,  ნაშთად ირიცხება 46303,9 ათასი ლარი, 2663,1 ათასი აშშ დოლარი და   371,9 ათასი ევრო.

აუდიტის პერიოდში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები, 25 შემთხვევაში პირობით[1]გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული 3739.8 ათასი ლარის საჯარიმო სანქციისაგან. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოტივით 2013 წელს 17 შემთხვევაში ჩამოეწერათ ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების დარღვევისათვის საჯარომო სანქციის სახით დარიცხული 2787,2 ათასი ლარი. სამინისტროს მიერ, ამ მიზნით მთვრობისადმი წარდგენილი წინადადებების შემოწმებით, გამოვლინდა საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტები.

დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაცემულ  იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.



[1] ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღდგენილი იქნება საჯარიმო სანქცია სრული ოდენობით.

სრული ანგარიში