სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო - ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 04 აპრილი, 2014

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2012 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ:

ხელვაჩაურის არქივის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სამუშაოების დასრულების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა ერთი თვით. ცვლილების განხორციელება სათანადო დასაბუთების გარეშე რისკის შემცველად იქნა მიჩნეული და შესაძლოა, იგი მიმწოდებელ კომპანიაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის თავიდან ასაცილებლად იყოს მიმართული. იმავე სამუშაოების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა ასევე ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე ახალი სახის სამუშაოების შესრულებას.

იხ. ვრცლად: 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო - ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში - 2012 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო - ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში - 2013 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 31 დეკემბერი