სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიში 29 აპრილი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ, საბალანსო მონაცემებში აქტივებად არ არის აღიარებული, და შესაბამისად, არასწორადაა ასახული 57 065 ლარი.

სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ მიერ არ არის შედგენილი დარბაზის მომსახურებასთან დაკავშირებით ფასის განსაზღვრის კალკულაციები, 4 შემთხვევაში დამკვეთებზე მიწოდებულია მხოლოდ საბილეთე წიგნი და როგორც სხვა შემთხვევებში, არ არის განსაზღვრული მომსახურების ღირებულება, ხოლო 12 შემთხვევაში, დამკვეთებზე მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია არაერთგვაროვანი მიდგომით, სხვადასხვა ფასებით.

სსიპ ,,მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის’’ მიერ, შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ, სამუშაოების არასრულად შესრულების პირობებში, შემსყიდველის მიერ არ იქნა გამოყენებული საბანკო გარანტია 16 000 ლარის ოდენობით, და დაბრუნებულია მიმწოდებელზე, აგრეთვე შემსყიდველის მიერ არის მოთხოვნილი საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 30 000 ლარის ოდენობით.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, რიგი საკითხები, შემდგომი შესწავლის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებზე.

იხ. ვრცლად:

სრული ანგარიში

სარეკომენდაციო წერილი