აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი SAO-CAE თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) პროფესიული ტრენინგები - ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია, აუდიტის ჯგუფების მართვა და ლიდერობა გაიარეს.
ტრენინგს უძღვებოდნენ აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) ექსპერტები სტივენ ლორდი და სიდნი შვარცი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ეს აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული უწყების სასწავლო ცენტრის (CAE) მეორე ვიზიტია.
ექსპერტები ასევე გაეცნენ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში აუდიტების მიმდინარეობის პროცესს, რომლებსაც SAO-CAE თანამშრომლობის ფარგლებში ზედამხედველობას უწევენ
ვიზიტის ფარგლებში აუდიტის დახელოვნების ცენტრის ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკული მხარის ჩართულობით მომზადებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეთიკის კოდექსის განხორციელების პრაქტიკული სახელმძღვანელოს განხილვის სამუშაო პროცესში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტმა CAE-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამსახურის მიმდინარე საქმიანობა შეაჯამა და მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ ,,საჯარო აუდიტის ინსტიტუტის’’ წარმომადგენლებს, რომლებთანაც აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული გადამზადების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


