სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ფინანსური აუდიტის ანგარიში - 2014 წლის 1 იანვარი - 2015 წლის 1 იანვარი 03 თებერვალი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1,  N2,  N3 და ფორმა N5, კერძოდ:

წარმომადგენლობა ფაქტობრივად ფუნქციონირებდა თბილისში, ორ საოფისე ფართზე - ხეთაგუროვის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე.

ზემოაღნიშნული ფართები წარმომადგენლობის ბალანსში თანხობრივად აღრიცხული არ იყო,  რის შედეგად არსებითი ცდომილებით, შემცირდა რეალურად არსებული არაფინანსური აქტივების ღირებულება. აღნიშნული აქტივების ღირებულება უცნობია, ვინაიდან ქონების გადმოცემის ადმინისტრაციულ აქტებში არ იყო მითითებული მათი საბალანსო ღირებულება და არც შესაბამისი წესით მომხდარა მათი დადგენა.

  • ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებულ ფართზე წარმომადგენლობის განთავსების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა წარმოდგენილი;
  • აღმაშენებლის გამზირზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წარმომადგენლობასთან ერთად ფუნქციონირებდა  სხვადასხვა  იურიდიული პირები;

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 46 ერთეული აქტივის ზედმეტობა.

საგულისხმოა, რომ ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა პირობითი დასკვნის საფუძველი, გამოვლენილი და წარდგენილი იყო წარმომადგენლობისათვის წინა აუდიტის დროსაც, თუმცა მათ აღმოსაფხრელად   საკმარისი ღინისძიებები არ გატარებულა, შედეგად 2014 წლის ფინანსური ანგარიშგება  წარმოდგენილია არსებითი ცდომილებით.

პირობითი დასკვნის საფუძვლებში წარმოდგენილი საკითხების გარდა,  ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:

ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა წარმომადგენლობისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში,  ექიმთა ბრიგადის ტრანსპორტირების ხარჯის - 2 600 ლარის დაფარვას.

წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 4 შტატგარეშე პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ასევე, მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არავითარი კორესპონდეცია არ არსებობს და არცერთი შტატგარეშე მოსამსახურე არ ფიქსირდება „სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალში“.

ჯამში, ზემოაღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურებულია სულ 17,892.00 ლარი.

იხ. ვრცლად აუდიტის ანგარიში