სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ფინანსური აუდიტი. აუდიტმა მოიცვა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უარყოფითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, ფორმა N2, ფორმა N3 და ფორმა N5, კერძოდ:
წარმომადგენლობა ფაქტობრივად განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა
ქ. თბილისში ორ საოფისე ფართზე, კერძოდ: 1) კ. ხეთაგუროვის N2 (160 მ2); 2) აღმაშენებლის გამზ. 89/24 (527.67 მ2).
იხ. ვრცლად
