სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი, ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უპირობო მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
უპირობო მოსაზრების მიუხედავად, ყურადღება გავამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 2 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების ზედმეტობა.
მიმდინარე აუდიტთან დაკავშირებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ განახორციელა, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გალის რაიონში განთავსებული დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს ვეტერინარიის განყოფილებაზე გადაცემული და საბუღალტრო აღრიცხვებში ნაშთად არსებული 16,699.00 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგებისა) და მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაცია.
ასევე აუდიტის ჯგუფმა ალტერნატიული პროცედურებითაც ვერ შეძლო დავრწმუნებულიყო გადაცემული 19,200.00 ლარის და მიმდინარე აუდიტის პერიოდში ნაშთად არსებული ზემოაღნიშნული აქტივების მდგომარეობასა და სისრულეში.
იხ. ვრცლად: სრული ანგარიში
