სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური აუდიტის ანგარიში 2014 წლის 1 იანვარი - 2015 წლის 1 იანვარი 18 თებერვალი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უპირობო მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

უპირობო მოსაზრების გარდა ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:

ორგანიზაციაში ბრძანებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე  15 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა სულ 60,770.25 ლარი.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 3 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. კერძოდ, მათზე დაკისრებული იყო აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება. 

ჯამში, ზემოაღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურდა სულ 21,684 ლარი.

იხ. სრული ანგარიში