სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებელება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, N2, N3 და ფორმა N5, კერძოდ:
32,015.00 ლარის პირველადი ღირებულების ძირითად აქტივებზე წლის ბოლოს არ არის დარიცხული ცვეთა ან გაანგარიშებისას გამოყენებულია ამორტიზაციის არაშესაბამისი წლიური ნორმა. აღნიშნულის შედეგად, ბალანსის "მანქანა-დანადგარები და ინვენტარის" და "სხვა ძირითადი აქტივების" მუხლები არასწორადაა გაზრდილი 1,823.00 ლარით და შემცირებული - 44.00ლარით.
პირობითი დასკვნის საფუძვლებში წარმოდგენილი საკითხების გარდა, ყურადღება გამახვილდა შემდეგზე:
სამმართველოს მიერ ჩატარებული 20 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან, 5 შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთა მიერ დაფიქსირებული იყო საბოლოო ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა სამმართველოს მიერ განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, რაც მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების არაშესაბამის დაგეგმვაზე, ბაზრის არასათანადო კვლევასა და ანალიზზე.
სხ. სრული ანგარიში
