სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური აუდიტი. აუდიტმა მოიცვა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უარყოფითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად აქვს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენილი ფორმა N1, ფორმა N2, ფორმა N5 და ფორმა N6, კერძოდ:
ბალანსის საცნობარო მუხლში - პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები (02), აღრიცხულია 1,642,795.92 ლარის აქტივების დანაკლისები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სამინისტროზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადმოცემულ, რიგი ორგანიზაციების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მათ ბალანსზე რიცხულ საომარი მოქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ზემო აფხაზეთში) დარჩენილ და სხვა დაკარგულ (დატაცებულ) ქონებას;
ზემოაღნიშნული აქტივების დანაკლისის თანხების არსებული აღრიცხვა ვერ უზრუნველყოფს ბიუჯეტის ბალანსის აღრიცხვის უტყუარობას, ვინაიდან ამ მუხლში უნდა აღრიცხულიყო ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი, ხოლო 1,642,795.92 დანაკლისები უნდა აღრიცხულიყო შესაბამის საბუღალტრო ანგარიშზე (1440) და საბალანსო მუხლში - ”მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით.
იხ. ანგარიშის სრული ვერსია
