სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის გაძლიერების მიზნით, აუდიტორებისთვის პროფესიული ტრენინგები ტარდება. IT აუდიტში აუდიტორების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია EY-ს ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.
IT აუდიტის ტრენინგკურსს სხვადასხვა აუდიტორული დეპარტამენტის აუდიტორები და IT აუდიტის სამსახურის სტაჟიორები დაესწრნენ. სულ ტრენინგკურსი 40-მა თანამშრომელმა გაიარა.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორი საპილოტე აუდიტის ჩატარება, რომლის პროცესში EY-ს ექსპერტები აუდიტორთა სამუშაო ჯგუფებს კონსულტაციებს გაუწევენ.
