INTOSAI - ს განვითარების ინიციატივის (IDI) პროფესიული განათლების პროგრამის კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (PESA-P) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კიდევ ოთხმა თანამშრომელმა მიიღო.
პროგრამა ერთწლიან დისტანციურ სასწავლო კურსს და შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. სასწავლო პროცესში მსმენელები ეცნობიან აუდიტების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებს. საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამა უწევს.
ეფექტიანობის აუდიტის წარმოების კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის მთავარ აუდიტორს ნინო ლაგვილავას და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორს ანანო ლომაიას, ამავე დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა ნინო შუბითიძემ შესაბამისობის აუდიტის წარმოების სერტიფიკატი მიიღო, ხოლო აუდიტორმა ნინო თაბაგარმა კი ფინანსური აუდიტის წარმოების სერტიფიკატი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს PESA-P-ს სერტიფიკატები გენერალური აუდიტორის მოადგილეებმა ზაზა შეყილაძემ და სოფიო დვალიშვილმა გადასცეს.
INTOSAI IDI-ს პროფესიული განათლების პროგრამა გრძელდება და სახელმწიფო აუდიტორები ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებაში ცოდნას იღრმავებენ.