თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა ნათია ტეფნაძემ და მიხეილ ზავრაშვილმა „ინფორმაციული სისტემებისა და ელექტრონული მმართველობის აუდიტის“ სასწავლო პროგრამა გაიარეს ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში (ICISA).
საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას ინფორმაციული სისტემების აუდიტის ჩატარების ყველა ეტაპზე; ასევე სხვადასხვა აუდიტორულ ორგანიზაციებში დანერგილ პრაქტიკებს - Cobit 5 - რისკების მართვის სისტემას, ელექტრონულ შესყიდვებს, კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა უსაფრთხოებას, ბლოქჩეინს და სხვა აქტუალურ ხელსაწყოებს.
ინდოეთის საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრთან (iCISA) თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ წელს ქ.ნოიდაში სხვადასხვა სწავლებაში ოთხმა აუდიტორმა მიიღო მონაწილეობა.

