სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიში პარლამენტის სამუშაო ჯგუფს გააცნეს 16 სექტემბერი, 2024

პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების აუდიტის შედეგები და გაცემული რეკომენდაციები დეპუტატებს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინა. 

ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების, ხელმისაწვდომობის და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა. 

აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობასა და სტატუსზე ისაუბრეს.