სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა „მონაცემთა ანალიზის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება აუდიტში“ სასწავლო პროგრამა გაიარეს  07 მარტი, 2025

თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა დიანა გასპარიანცმა, ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში (ICISA) „აუდიტში მონაცემთა ანალიზის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების“ საერთაშორისო სასწავლო პროგრამა გაიარეს. 

ტრენინგკურსი მოიცავდა აუდიტებში მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკების გაცნობას როგორც საერთაშორისო, ასევე ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის გამოცდილების მაგალითებზე. 

პროგრამის მონაწილე 21 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 32 წარმომადგენელს ასევე გააცნეს ინდოეთის ტექნოლოგიათა ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების ცენტრის და მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის ცენტრის პროექტები და მიღწევები.

პროგრამის მონაწილე აუდიტორებს ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში უმასპინძლეს, სადაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.