სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა კიბერუსაფრთხოების ტრენინგი გაიარეს 12 ივლისი, 2024

ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით სხვადასხვა დეპარტამენტის აუდიტორებმა კიბერუსაფრთხოების სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. 

ტრენინგზე განხილული იყო კიბერმედეგობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კიბერუსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი. პროგრამა მოიცავდა ინფორმაციის გაზიარებას კიბერსივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ შემუშავებულ ქმედებებზე. აუდიტის წარმოებისას პოტენციური რისკების, როგორებიცაა სისტემების, ქსელების და პროგრამების კიბერშეტევებისა და არაავტორიზებული შეღწევის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის, აუდიტორებმა შესაბამისი სწავლება გაიარეს. 

ევროკავშირის პროექტი „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აუდიტების წარმოებაში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება.