სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში, სადაც უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო აუდიტორულ/საკონსულტაციო კომპანია EY-სა და Microsoft-ში გამართეს სამუშაო შეხვედრები.
სტამბულისა და ანკარის ოფისებში აუდიტორები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, ბიუჯეტის შესრულების ანალიზის, აუდიტის და ანალიზის მართვის ელექტრონული სისტემების, აუდიტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკებს გაეცნენ.
აუდიტორების სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილი აუდიტორული შესაძლებლობების გაძლიერების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს.
საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რომელიც ერთწლიან ტრენინგებს მოიცავდა, საერთო ჯამში 50-ზე მეტმა აუდიტორმა გაიარა.
