სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა 2015 – 2016 16 აგვისტო, 2022

პროექტის ფარგლებში გაიზარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან აუდიტორულ საქმიანობაში როგორც მოქალაქეთა ისევე არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობა, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სხვადასხვა ინოვაციური მეთოდისა და ინსტრუმენტის მეშვეობით სამოქალაქო თანამონაწილეობის გაუმჯობესებისათვის.

პროექტის შედეგები:

  • შეიქმნა ანალიტიკური ვებ-პლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომლის მიზანია ბიუჯეტთან დაკავშირებული კომპლექსური ინფორმაციის მარტივად მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის (www.budgetmonitor.ge), შეძენილ იქნა ბიუჯეტის მონიტორის კიოსკები, რომლებიც განთავსებულია პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობებში.
  • გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან, სტუდენტებსა და აკადემიური წრესთან.
  • ჩატარდა ცოდნის გაზიარების შეხვედრა ტუნისის რესპუბლიკის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენლებთან მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე საქართველოს მხრიდან.