დღეს, 3 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ქვემო ქართლის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს რუსთავის (2013-2014 წწ და 2015 წ (6 თვე), მარნეულის( 2012-2013 წწ), დმანისისა (დმანისი 2009-2012 წწ) და წალკის (წალკა 2013-2014 წწ) მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები.
აღნიშნული საჯარო განხილვა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები, ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, საქართველოს რამდენიმე სხვა რეგიონშიც გამართა, მათ შორის, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და იმერეთში.
