სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვა ოზურგეთში 13 მაისი, 2016

დღეს, 13 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გურიის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და სოციალური პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები (2011-2013 წლები) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში და გაცემული რეკომენდაციები.

აღნიშნული შეხვედრა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები, გურიის გარდა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამართა, მათ შორის, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში.

 იხ. ინტერნეტი