დღეს, 8 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშათორდიამ სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები.
საჯარო განხილვა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში წარიმართა.
მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კახეთში, გურიაში, ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.
