დღეს, 22 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ აჭარის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები.
საჯარო განხილვა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში წარიმართა.
მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, ზუგდიდში, დუშეთში, კახეთში, გურიაში, ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.

