სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვა ამბროლაურში 02 ივლისი, 2016

დღეს,  1 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა,  ლაშა თორდიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან საჯარო შეხვედრა გამართა. 

აღნიშნულ  შეხვედრაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს ცაგერის (2011-2013 წწ.), ონის (2012-2013წწ.), ამბროლაურისა (2014-2015 წწ.) და ლენტეხის (2011-2013 წწ.) მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები.

საჯარო განხილვა „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში წარიმართა.

მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა  საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კახეთში, გურიაში,  ქვემო ქართლში,  შიდა ქართლსა და იმერეთში.