პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე აუდიტის ორი ახალი ანგარიში განიხილეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ და „სსიპ−საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების შესაბამისობის“ აუდიტების ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს და შეკითხვებს უპასუხეს.
აუდიტის ობიექტებმა შპს „საქართველოს ფოსტის“ და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესახებ თავისი მოსაზრებები და მათი შესრულების სტატუსი წარმოადგინეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, დეპარტამენტების წარმომადგენლები თორნიკე შერმადინი, ზაზა შეყილაძე, მარიამ ზაალიშვილი, ნატო ზაალიშვილი, ბესიკ ქოჩიაშვილი და ვიქტორია არუთინოვა წარმოადგენდნენ.
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა უკვე 10-ზე მეტი ანგარიში განიხილა.
