სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, რის გამოც გაიცა პირობითი აუდიტორული დასკვნა, კერძოდ:
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წელს მოქმედი ხელშეკრულებების მიხედვით, მისაღები შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარიდან არის 11.4 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს 2013-2014 წლებში აღნიშნული შემოსავლი არც მიუღია და არც აღურიცხავს მუხლში „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“.
ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტს 2013 წლის გადასახადების საწყის და საბოლოო სალდოდ ერიცხება ზედმეტობა 3.4 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით-3.5 ათასი ლარი. საგადასახადო აქტივი ბალანსის „სხვა საგადასახადო აქტივის“ მუხლში მუხლში ასახული არ არის.
მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეისყიდა საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომლის დასრულების ვადა იყო 2013 წელი. 2013 წლის არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციად აღიარებულია მიმწოდებლების მიერ მხოლოდ 2013 წელს შესრულებული სამუშაოები, ნაცვლად მთლიანი 30.7 ათასი ლარისა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება აღიარებული უნდა იყოს „შენობა-ნაგებობების“ შესაბამის მუხლში და დაერიცხოს ცვეთა. ასევე, 2012 წელს შესრულებული სამუშაოები, 7.2 ათასი ლარი, წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას და წარმოდგენილი უნდა იყოს 2013 წლის საწყის ნაშთად „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში.
2013 წელს მიმწოდებელმა შეასრულა გზის მოასფალტების სამუშაო, ღირებულებით 687.9 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10% - 68.8 ათასი ლარი, მიმწოდებელს ჩაერიცხა 2014 წელს. მუნიციპალიტეტის მიერ „შენობა-ნაგებობების“ მუხლში აღიარებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები. ნაცვლად ამისა, არაფინანსურ აქტივად აღიარებულია მხოლოდ 619.1 ათასი ლარის სამუშაოები. ასევე, 68.8 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული უნდა იყოს ვალდებულებად, რაც არ განხორციელებულა.
სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 1322.5 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა ჩარიცხა და არაფინანსურ აქტივად აღიარა 2013 წელს. აღნიშნული სამუშაოები მიეკუთვნება 2012 წლის ფაქტობრივ შესრულებას და მათი აღიარება 2013 წლის „შენობა-ნაგებობების“ მუხლში არასწორია.
2013 წელსმუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადაა 2014 წელი. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა სულ 1134.2 ათასი ლარი. მიმწოდებელმა 2013 წელს წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს ნაწილი, ღირებულებით 177.3 ათასი ლარი. აღნიშნული, ნაცვლად „დაუმთავრებელი მშენებლობისა“, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია „შენობა-ნაგებობების“ შესაბამის მუხლში.
მუნიციპალიტეტმა 2013 წელს განახორციელა 33.5 ათასი ლარის, ხოლო 2014 წელს 37.1 ათასი ლარის ისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელთა საშუალებით შეიქმნა მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით, ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში.
სხვადასხვა მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 2013 წელს შეისყიდა 41.8 ათასი ლარის, ხოლო 2014 წელს 9.2 ათასი ლარის ღირებულების გზის მოხრეშვისა და გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნული მიეკუთვნება მიმდინარე ხარჯს და წარმოდგენილი უნდა იყოს „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში, ნაცვლად „შენობა-ნაგებობების“ მუხლისა. ასევე, ახალციხის „ტაო-კლარჯეთის“ეპარქიისა და აგარის მონასტრისთვის გადარიცხულია 2013 წელს 26.7 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 25.0 ათასი ლარი, რომელიც აღიარებულია არაფინანსურ აქტივად. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მიეკუთვნება ხარჯებს, მისი წარმოდგენა „შენობა-ნაგებობების“ მუხლში არასწორია.
წარმოდგენილი ინფორმაციით,2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადასცა 27.6 ათასი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები. აღნიშნული არ არის წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში.
პასუხისმგებელი პირის მიერმოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასპინძის მუნიციპალიტეტს 2013-2014 წლის ბოლოს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 5568 ჰა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1327კვ.მ, საერთო ღირებულებით 760.1 ათასი ლარი. აღნიშნული მონაცემი ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის. ასევე, 2013 წელს გაყიდულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 კვ.მ მიწა, საერთო ღირებულებით - 6.0 ათასი ლარი, რის გამოც ბალანსის დანართი ფორმა №5-ში „არაწარმოებული აქტივების“ მუხლი „გაყიდვიდან“ არასწორად არის წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის ბალანსის მუხლში „ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან“ ერიცხება 292.1 ათასი ლარის საწყისი ნაშთი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს სხვაობას სხვადასხვა პროექტების სახელშეკრულებო და ფაქტობრივ ღირებულებას შორის. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს თანხა აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს აქტების მიხედვით. შესაბამისად, სახელშეკრულებო და ფაქტობრივ ღირებულებას შორის სხვაობის ვალდებულებად აღიარება არასწორია. ნაცვლად აღნიშნულისა, 2014 წელს ვალდებულებების მუხლში საწყის ნაშთად წარმოდგენილი უნდა იყოს 2013 წელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 80.1 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გადარიცხა 2014 წელს. საბოლოო ნაშთში კი წარმოდგენილი უნდა იყოს 2014 წელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 6.1 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გადარიცხა 2015 წელს.
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახდენს შპს „ასპინძის კეთილმოწყობა“. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფიზიკური პირებიდან ამოღებული მოსაკრებლის ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 3.5 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 3.4 ათასი ლარი. ასევე, იურიდიული პირებიდან 2013 წელს ამოღებულია 10.9 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 14.6 ათასი ლარი.. ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხულია 2013 წელს მხოლოდ 3.5 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს მხოლოდ 3.4 ათასი ლარი. დანარჩენი რჩება შპს „ასპინძის კეთილმოწყობის“ ანგარიშზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მოსაკრებელი მთლიანად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შემოსავალს, 2013 წელს 10.9 ათასი ლარი, ხოლო 2014 წეს 14.6 ათასი ლარი აღიარებული უნდა იყოს მუხლში „სხვა შემოსავლები“.
2011 წელს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. 2013 წელს საკრებულოს წევრებს, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, სულ მიღებული აქვთ 38.7 ათასი ლარი, რომელიც კლასიფიცირებულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლში. 2014 წელს სულ მიღებული აქვთ 43.2 ათასი ლარი, რომელიც კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. რადგან ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეული დანახარჯი.
2013 წელს „პრემიის“ თანხა 67.3 ათასი ლარი არასწორად წარმოდგენილია ბალანსის დანართ ფორმა №2-ის „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში. ასევე, თანამშრომლებისათვის სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციები 2013 წელს 28.3 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 38.8 ათასი ლარი, ნაცვლად „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლისა, წარმოდგენილი უნდა იყოს „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში. გარდა ამისა, სახელფასო ფონდიდან სადეკრეტო შვებულებისათვის გაცემული თანხები 2013 წელს 3.4 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 0.9 ათასი ლარი, ასევე მიეკუთვნება „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლს.
ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა „ოფისის ხარჯების“ მუხლიდან გასწია 20.0 ათასი ლარის ხარჯი, რომლითაც დაფინანსდა ა(ა)იპ „ასპინძის მაცნეს“ მიმდინარე ხარჯი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ოპერაცია ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად „სუბსიდიის“ მუხლისა, არასწორად წარმოდგენილია „ოფისის ხარჯების“ მუხლში.
„ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით“ და „წმინდა ღირებულების შესახებ“ ორგანიზაციის ანგარიშებში „გრანტების“ მუხლში 2013 წელს წარმოდგენილია 3128.9 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 2898.3 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანხა არის არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად, მისი ასახვა „გრანტების“ მუხლში არასწორია.
