27 აპრილს, ქ. რუსთავში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გამართავენ საჯარო განხილვას თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან.
შეხვედრაზე განიხილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციები, აგრეთვე გაიმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებპლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის შესახებ (www.budgetmonitor.ge) პრეზენტაცია.
აღნიშნული საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით ასევე ჩატარდება საქართველოს სხვა ქალაქებში (თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თბილისი).
საჯარო განხილვა გაიმართება, ქ.რუსთავი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -კოსტავას 22, 12:00 საათზე.