ხვალ, 8 აპრილს, გაიმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები განიხილავენ საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბაღდათის, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების პროცესში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებებსა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
შეხვედრა გაიმართება, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში , 14:00 საათზე