სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 17 მაისი, 2015

18-22 მაისს პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ორგანიზებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართება ვარშავაში.  სემინარს  დაესწრება საქართველოს, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის,  სლოვაკეთის რესპუბლიკის, მოლდოვის და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების უმაღლესი თანამდებობის პირები.

შეხვედრის მთავრ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მხრიდან გამოცდილების გაზიარება უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.