„ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - „ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა.
ფონდი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის პაციენტების კვლევასა და მკურნალობას აფინანსებს. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ.