სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 12 აპრილი, 2015

ანონსი13 აპრილს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (სას) სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ევროპის აუდიტორთა სასამართლოსა და უნგრეთის აუდიტის სამსახურის ექსპერტები, რომლებიც გამართავენ 5-დღიან სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ექსპერტები სას-ის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიური გარემოსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის თვითშეფასებას (ITSA & ITASA) და შემდგომი განვითარების იზნით გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს.