20 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისის თანამშრომლები სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი უანგაროდ გაიღებენ სისხლს და თანადგომას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება მისამართზე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96, 11:00 საათი.