სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 16 მარტი, 2015

2015 წლის 17 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმასპინძლებს 11 ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს. შეხვედრაზე განიხილება  სახელმწიფო ვალის მართვის ელექტრონული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის შედეგები. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფისა და უკრაინის საანგარიშო პალატის კოორდინაციითა და ორგანიზებით.

შეხვედრა გაიმართება: "რედისონ ბლუ ივერიაში"  - 09:00 საათიდან 17:10 საათამდე