სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 25 თებერვალი, 2014

26 თებერვალს, გერმანულ სახლში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი  წარუდგენს შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრებიან გენერალური აუდიტორი  ლაშა თორდია, გერმანელი ექსპერტი, ჰორსტ რაიმუნდ ვულე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი.