22 მაისს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გამართავს.
შეხვედრაზე განხილულ იქნება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციები.