სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 19 იანვარი, 2015

20 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმასპინძლებს მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსის დელეგაციას.

მოლდოვის რეპსუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსი აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ანტიკორუფციულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით: სახელმწიფო შესყიდვები, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა გაეროს „დემოკრატიის ფონდის“ მხარდაჭერით.