სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 03 თებერვალი, 2015

4 თებერვალს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გაიმართება  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოს სხდომა.  

ღონისძიებას დაეწსრებიან საბჭოს წევრი საჯარო უწყებებისა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  და სხვ.) და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, წარიმართება განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა.