2015 წლის 3-6 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის (SNAO) ექსპერტები.
სამუშაო შეხვედრები გაიმართება როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ, ლაშა თორდიასთან, ასევე საშუალო რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაციის პოლიტიკას, სტრატეგია და სამოქმედო გეგმას.