სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ანონსი 11 თებერვალი, 2015

ხვალ, 12 თებერვალს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა
და დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრის მიზანია დეპარტამენტის მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიშისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობა.

შეხვედრაზე განხილულ იქნება დეპარტამენტის მიერ აუდიტების შედეგად გამოვლენილი
დარღვევა-ნაკლოვანებები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.