სერტიფიკატების გადაცემა
2014 წლის აპრილში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაიწყო საჯარო სექტრის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირება. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სფეროს განვითარებისთვის, მიზნად ისახავს ამ სფეროში მომუშავე აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდეგ მათი ცოდნის შეფასებას.
სერტიფიცირების გავლის სურვილი გამოთქვა 57 პირმა. მათ 2 თვის მანძილზე გაიარეს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსი და 29 მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. ხვალ, 5 ივნისს, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საჯარო სექტორის აუდიტორის 5-წლიანი მოქმედების სერტიფიკატი.
საჯარო აუდიტის ინსიტუტმა პირველი სერტიფიცირება განახორციელა 2013 წელს. სერტიფიცირება ინსტიტუტმა უკვე მეორედ ჩაატარა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ყველა სერტიფიცირებულ საჯარო სექტორის აუდიტორს უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
სერტიფიკატებისგადაცემის ცერემონიალი გაიმართებახვალ, 5 ივნისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.
