დღეს, 24 აპრილს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით - საარჩევნო სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების დაწესების შესახებ, ასევე მოქმედი ფინანსური საკითხების განხილვის მიზნით.
შეხვედრას დაესწრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ყველა სუბიექტი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
შეხვედრა შედგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.
მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96