ხვალ, 18 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები გამართავენ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის - „პროფესიული განათლება საქართველოში - მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები“ - შემაჯამებელ განხილვას.
მოწვეულნი არიან დაინტერესებული მხარეები საჯარო და სამოქალაქო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართება 18 მარტს, 11:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.
მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
აუდიტის ანგარიშის სრული ვერსია