25 თებერვალს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის თემა: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის რეგულირების საკითხები.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება გენერალური აუდიტორის ინიციატივა პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების მიზნით ვიწვევთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით.