შეხვედრა შვედ კოლეგებთან
დღეს, 13 ნოემბერს, 11 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) დელეგაციას შეხვდება. შვედეთის დელეგაციას წარმოადგენენ SNAO-ს გენერალური აუდიტორის მოადგილე მაგნუს ლინდელი და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერი კამერან ხუდური.
შეხვედრაზე განიხილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის 2010-2013 წლებში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორცილებული პროექტების შედეგები და 2014-2015 წლების სამოქმედო სტრატეგია.
შეხვედრა გაიმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში.
მისამართი: ქეთევან დედოფლის N96.