სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თანამშრომლებმა ერთკვირიანი სტაჟირება გაიარეს.
აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის მიმოხილვისა და ანალიზის დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და IT დეპარტამენტის კონსულტანტები თემირლან იუსუფზადე და მალიკ გულიევი სტაჟირების ფორმატში შესაბამისი დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდნენ.
სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებს სასწავლო ვიზიტის დასასრულს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე შეხვდნენ.
