Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

Latest News

2017-10-17 15:22:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა დასკვნა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ“, სადაც შეაასებულია კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.

წყარო მაესტრო, პირველი არხი, ტვ-პირველი

2017-09-22 16:32:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. - მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი მექვაბიშვილს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო ტვ პირველი, იბერია, იმედი, რუსთავი 2, აჭარა, მაესტრო

2017-09-13 15:54:00

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 13 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

წყარო ტვ პირველი, იმედი, რუსთვი 2, პალიტრა ტვ,მაესტრო, ტელეკომპანია იბერია, I არხი

2017-08-09 16:00:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

დღეს, 9 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან საინფორმაციო- საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

წყარო რუსთავი 2, 1 არხი, ტვ 1; კავკასია

2017-08-07 18:50:00

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

დღეს, 7 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

წყარო აარა, იბერია, მაესტრო, კავკასია

2017-08-03 14:37:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით დაინტერესებულ და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო აჭარა

2017-07-25 15:46:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია თანამშრომლებს დაემშვიდობა

დღეს, 25 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია უწყების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარმა აუდიტორმა შეაჯამა გაწეული 5-წლიანი საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს.

წყარო იმედი, მაესტრო, 1 არხი, რუსთავი2, იბერია

2017-07-10 16:46:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა საჯარო განხილვა ქ.ბათუმში

10 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს აჭარის რეგიონის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები.

წყარო იმედი, აჭარა, 25არხი

2017-06-30 19:50:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში

წყარო რუსთავი2, პირველი არხი, იმედი, იბერია, მაესტრო

2017-06-28 09:39:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

27 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

წყარო პირველი არხი