Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-05-14 15:14:00

ღია კარი დღე სასერტიფიკაციო პროგრამაზე

ღია კარი დღე  სასერტიფიკაციო პროგრამაზე

ღია კარი დღე სასერტიფიკაციო პროგრამაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა  „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამასთან” დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

პროგრამით დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს  საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა. საინფორმაციო შეხვედრას იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. პროექტიც შესაბამისი განათლების მქონე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის არის განკუთვნილი.

პროგრამა დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობას აძლევს  ჩაერთონ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირება  და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

სასწავლო კურსის დაწყება 1 ივნისიდან იგეგმება.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის დასრულებისას, შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ  გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.

უკან