Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-05-08 13:43:00

სამუშაო შეხვედრა "ღია ბიუჯეტის ინდექსის" რეიტინგზე

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა "ღია ბიუჯეტის ინდექსის" რეიტინგზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაცია  „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ (IBP) წარმომადგენლებთან საქართველოში- არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  ანალიტიკოსებთან.

შეხვედრაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი  მიმართულებები,  სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგისა და საბიუჯეტო  გამჭვირვალობის საკითხები განიხილებოდა. 

„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ (IBP)  „ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგისთვის“  ქვეყნების შესწავლას 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს.  ბოლო გამოკითხვით, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, საქართველომ  100-დან 82 ქულა აიღო და მე-5 ადგილი დაიკავა საერთაშორისო რეიტინგში. უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეიტინგი საბიუჯეტო ზედამხედველობის კომპონენტში კი 100 ქულიდან 89-ს შეადგენდა.

 ორგანიზაცია გამოკითხვაში იყენებს 109 ინდიკატორს, რათა შეაფასოს ბიუჯეტის გამჭვირვალობა.  ინდიკატორები აფასებს, თუ რამდენად დროულად ხდება ხელისუფლების მხრიდან  ძირითადი  საბიუჯეტო დოკუმენტები  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, არის თუ არაშესაბამის  დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ამომწურავი და სასარგებლო.

უკან