Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-04-13 16:46:00

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს აუდიტის სამსახურის მიერ რაიონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად იდენტიფიცირებული ძირითადი ნაკლოვანებები,იმსჯელეს მათ აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასა და მნიშვნელობაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ კირტავამ გამოვლენილი პრობლემებისა და რეკომენდაციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას და სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

საჯარო ფინანსების მართვის პროცესში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტი რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს პერიოდულად მართავს.

უკან