Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-04-12 16:29:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც შიდა და გარე აუდიტის ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს.

მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად, რეგულარულ და სისტემურ ხასიათს მიიღებს ინფორმაციის გაცვლის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე სწავლების და რიგი სხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის შედეგად დამატებითი ღირებულების შექმნას.

გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, ეფექტიან შიდა აუდიტის სამსახურს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის გაძლიერებაში.

„სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფინანსურ კონტროლზე და ანგარიშვალდებულებებზე , ასევე დაწესებულებების ეფექტურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება და ამ მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან და დაეხმაროს მათ საფინანსო სისტემების მოწესრიგებაში“, აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მემორანდუმი საქართველოს კანონმდებლობას, ასევე უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) სტანდარტებს და შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო სტანდარტებს (IPPF) შეესაბამება.

უკან