Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-04-11 18:54:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეხვედრა  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაო პროცესი და 2018 წლის გეგმები გააცნეს.

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა გააცნო და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ხოლო გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ მონაწილეებს უწყების ერთ- ერთი მთავარი მიმართულების - ეფექტიანობის აუდიტის პრეზენტაცია წარუდგინა.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სამსახურის საქმიანობისთვის აქტუალურია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და ინტენსიური კომუნიკაცია, რათა მუდმივად ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულიად გამჭვირვალეა საზოგადოებისთვის და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის“, აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ინფორმაციისა და გამოცდილების ინტერაქტიული გაზიარება, არსებული გამოწვევებისა და ხედვების, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ ორგანიზებით გაიმართა.

უკან